"საქართველო უხვევს ევროკავშირის გზიდან... დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ სახის ძალადობა მიუღებელია" | ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

საქართველო უხვევს ევროკავშირის გზიდან... დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ სახის ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ ჩეხეთში საქართველოს ელჩმა პოსტი დატოვა. მე სულ რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე მას და პერსონალური მხარდაჭერა გამოვხატე, რადგანაც ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველო უხვევს ევროკავშირის გზიდან. ჩვენ არ უნდა ჩამოვართვათ ქართველ ხალხს ევროპული მომავლის ხედვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ სახის ძალადობა მიუღებელია", – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი