ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს და არცერთი დასრულებულა მისი დამარცხებით | "საბა"

გამოქვეყნდა:

ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს და არცერთი ეს შემთხვევა თავისუფალი სიტყვის დამარცხებით არ დასრულებულა! - ამის შესახებ განცხადებას ელექტრონული წიგნების პლატფორმა "საბა" ავრცელებს.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დარბევისას დაპატიმრებულ და სასტიკად ნაცემ მოქალაქეებს შორის ქართველი მწერლები და მთარგმნელებიც არიან. სცემეს, მძიმე დაზიანება მიაყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს პოეტსა და მთარგმნელ ზვიად რატიანს, დაპატიმრებულია პოეტი თორნიკე ჭელიძე, ხოლო მთარგმნელი დავით ხარაიშვილი  სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებით და ტვინის შერყევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს და არცერთი ეს შემთხვევა თავისუფალი სიტყვის დამარცხებით არ დასრულებულა! სოლიდარობა სამართლიანი პროტესტის მონაწილეებს!" - წერია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი