საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, სვენია შულცე აცხადებს.
"საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი. საქართველოსთან ყველა სახის თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია. შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი ზომები ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით", – აღნიშნავს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი.