"პირდაპირ მიდიან და წარმოუდგენელი სიტყვებით ახდენენ ამ ადამიანების ე.წ. ბულინგს, შეურაცხყოფას. ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ ამ ბიჭებს და პირიქით ცდილობენ, კომუნიკაციაში შევიდნენ ამ ადამიანებთან, მოეფერონ, მაგრამ ის ერთეული გადაცდომები რაც ხდება, ალბათ, ვეღარ შეძლეს ამ ადამიანებმა ამ ყველაფრის მოთმენა, რაც სამწუხარო ფაქტია და ყველა ადამიანი აგებს კანონის წინაშე პასუხს, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ გაუფრთხილდნენ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს ღირსეულ ადამიანებს."
ამბობს "ოცნების" თვითგამოცხადებული დეპუტატი გენო პეტრიაშვილი სამთავრობო "იმედის" ეთერში.