დაპირისპირება წალენჯიხის საკრებულოში | "ოცნების" წევრმა ენმ-ის დეპუტატს მიკროფონი ესროლა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება წალენჯიხის საკრებულოში - ქართული ოცნების წარმომადგენელმა თენგიზ ფიფიამ, ენმ-ის დეპუტატს, გოჩა მესხიას მიკროფონი ესროლა. ვითარება კი სხდომათა დარბაზში მას შემდეგ გამწვავდა, რაც მესხიამ განცხადება გააკეთა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენების გამო, სხდომებს არ დასწრებიან. 

"ოცნების" დეპუტატებმა ამ დროს ხმაური დაიწყეს და მიმდინარე პროცესებში სწორედ ოპოზიცია დაადანაშაულეს.

დაპირისპირების დროს, შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი მაია მიქავა. სხდომა ჩაიშალა.

ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად სხდომებს 2 დეკემბრიდან არ ესწრება. ისინი აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ, მათ მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობას გმობენ და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას უერთდებიან.

ავტორი: ემა გოგოხია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი