"დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა

გამოქვეყნდა:

"დაიტოვეს" დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა.

პოლიციამ ღლონტს განუმარტა, რომ გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობისა და არეულობისკენ მოწოდების მუხლებით. მათი თქმით, ღლონტის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები უნდა ამოიღონ.

ამ წუთებში ისინი ღლონტის სახლში ჩხრეკას ატარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი