"სრულმასშტაბიანი რეპრესიების მოლოდინი გვაქვს, ჩვენს წინააღმდეგ რუსეთია, ამიტომ ყველაფრის მზაობა გვაქვს" | გვარამია კოალიციის ოფისში პოლიციის შესვლაზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პოლიციამ მათი ოფისი მას შემდეგ დატოვა, რაც მათგან ორდერი და შესვლის მიზეზი ჰკითხეს.

"მთავარ არხთან" გვარამია ამბობს, რომ ყველაფრის მზაობა აქვთ.

"იყო ორდერისა და მიზეზის დასახელების მოთხოვნა - რატომ შემოდიან. რამდენიმე წუთი ითათბირეს და უკან გაბრუნდნენ. ქვემოთ რჩებიან და, სავარაუდოდ, ან ორდერზე გაბრუნდნენ, ან სულ წავიდნენ. სრულმასშტაბიანი რეპრესიების მოლოდინი ჩვენ გვაქვს... ჩვენს წინააღმდეგ არის რუსეთი, ამიტომ მზაობა ყველაფრის გვაქვს. არც გაგვკვირვებია, არც შეგვშინებია", - თქვა გვარამიამ.

ის ამბობს, რომ ოფისი 24 საათი ღიაა აქციის მონაწილეებისთვის, ოფისში პოლიციის შესვლის მიზეზი კი, შესაძლოა, ეს იყოს ან მათი დაშინება.

კოალიციის ოფისში პოლიცია, დაახლოებით, 30 წუთის წინ შევიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი