ბროსეს ქუჩაზე, "დროას" ოფისიდან საპოლიციო ძალებს გააქვთ ტექნიკა, კომპიუტერები, ლეპტოპები, პირველადი დახმარების ნივთები, ოფისში ინახებოდა პლედები და პუფები აქციის მონაწილე ადამიანებისთვის. ასევე, პიროტექნიკა. დალუქული პაკეტებით, პოლიციამ სავარაუდოდ ეს ნივთებიც წაიღო.
"აქ კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ნახავენ, აქ არს მხოლოდ აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკა ერთადერთი რასაც ვურჩევ - პუფებისთვს ეს მანქანა არ ეყოფათ...მშვიდად თამამად ვიტყვი იმას, რომ წაიღონ რაც უნდათ" ამბობს "დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე.
"გვაქვს პლედები, კვერცხები ოლესაც ვერსვრით, პარალონები, საწვიმრები, სნიკერსები, ყველანაირი საშუალება, რომელიც სჭირდება ბიძინასთან ბრძოლას, არც ერთი ნივთი არაკანონიერი არაა, არაფერი დასამალი არ გვაქვს, მაინც ყველაფერს შევიძენთ, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ" - ამბობს ელენე ხოშტარია.
შავფორმიანმა ნიღბიანებმა ოფისიდან გაუხსნელი გამათბობელიც გაიტანეს. საპოლიციო ძალებს ოფისთან სატვირთო ჰყავთ მიყენებული.