არალეგიტიმური პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიების ოფისებში შეჭრა პრევენციებია და არა - რეპრესიები.
კობახიძე ამტკიცებს, რომ პარტიებიდან "სისტემურად ხდება ადამიანების პიროტექნიკით მომარაგება".
"ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე", - ირწმუნება არალეგიტიმური პრემიერი.
დღეს, 4 დეკემბერს პოლიცია "კოალიცია ცვლილებისთვის", "დროასა" და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში შევიდა.