კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა დაკავებულს დახმარებას გაუწევენ, მათ შორის სამართლებრივს.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ყველა კოალიაი თანხმდება იმაზე, რომ თუ პოლიტიკოსებს დააკავებენ, ბრძოლა მაინც უნდა გაგრძელდეს და ბრძოლას რუსთაველზე მყოფილი მოქალაქეები მოიგებენ.
"ბევრჯერ გვითქვამს, რომ ქვეყანა მიექანება ბელორუსიზაციისკენ. ერთადერთი, რაც ყველა პარტიის თუ კოალიციის სახელით მინდა ვთქვა და, ამისთვის მზაობა იყო ყველას მხრიდან - არავის ეშინია არც ოფისების დარბევის და არც დაკავების. ყველა იმ ადამიანს ვისაც აკავებენ, ჩვენ გავუწევთ სათანადო დახმარებას, მათ შორის სამართლებრივ დახმარებას, რამდენადაც შესაძლებელია ამ რეჟიმის პირობებში. მთავარი ის არის, რომ ბრძოლა გრძელდება.
გასაგებია რომ გადატეხაზეა, ვის შეეშინდება და საით გადატყდება. არავინ აქეთ მხარეს გაჩერებას არ აპირებს და რაც მთავარია გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და იბრძვიან. მთავარი რაც უნდა გესმოდეთ, არის ის რომ აქ ვინც იყო შეკრებილი და ვინც აქ არ იყო მოსული, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ყველა რომ ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ, საბოლოოდ ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ, ვინც იბრძვით რუსთაველზე ყოველ ღამე. უნდა გააგრძელოთ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში", - თქვა ჯაფარიძემ.