ჭავლის მანქანის ოპერატორთა ჯგუფები სახლში წავიდნენ... დარბევის დეპარტამენტის უფროსი გადადგა... სპეცების მთავარი ინსტრუქტორს დაქვემდებარებულებმა სცემეს, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელშ წერს.
"ყველაფერი რაც დღეს მოხდა, იმიტომ, რომ:
- გუშინწინ ჭავლის მანქანის ოპერატორთა ჯგუფები წავიდნენ სახლში (ამიტომ ვერ გამოიყენეს ბოლო ორი დღე ეგ ტექნიკა ეფექტურად - ყველა შეამჩნევდით).
- გუშინ დარბევის დეპარტამენტის უფროსი გადადგა.
- დღეს დილით სპეცების მთავარი ინსტრუქტორი და ფსიქოლოგიური მზაობის უზრუნველმყოფი სასტიკად იცემა დაქვემდებარებულების მიერ, განთავსებულია ღუდუშაურის კლინიკის სპეცნაწილში.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - ბიძიას მმართველობა დასრულებულია, არ უნდა გავჩერდეთ", - წერს ზოდელავა.