"ოცნება" იყენებს კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას... დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება" | უილსონი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" იყენებს კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას... დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება, - აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონი განცხადებას აქვეყნებს.

სენატორი აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს პერსონალური სანქციები დაუწესონ "ოცნების" მაღალჩინოსნებს.

"საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოიშორა დემოკრატიის ყოველგვარი პრეტენზია და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებში და სამუშაო ადგილზე. არ შეცდეთ: "ქართული ოცნება" იყენებს კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას. აშშ-ის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობისა და სისასტიკით ჩამდენი პირები, თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, "ქართული ოცნება" გააგრძელებს ძალადობის კამპანიას და სისასტიკე იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს. სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა თანამდებობის პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. იმავეს მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებსაც“, - წერია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი