"შეერთებული შტატები ახლა ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"შეერთებული შტატები ახლა ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები", -  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მის განცხადებას ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

„აშშ არის საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორი 32 წელზე მეტი ხანია. ჩვენს პარტნიორობას საფუძვლად უდევს ჩვენი საერთო სიყვარული თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ და სურვილი, ენახათ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულებმა ვიმუშავეთ თანმიმდევრულად საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა განვითარებულიყო საქართველოს ეკონომიკა, გაუმჯობესებულიყო განათლების სისტემა, გაეძლიერებინათ თავდაცვის შესაძლებლობები და გაფართოებულიყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ არის ურყევი.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაპატიმრებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი.

შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე - პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ორმხრივი თანამშრომლობის ადრე გამოცხადებული ყოვლისმომცველი გადასინჯვის გაგრძელების გარდა, შეერთებული შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“.", - განაცხადა ბლინკენმა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი