"ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ სპეცრაზმელების სიას, საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ სიის მოპოვება ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს მორალურ წნეხს.

"ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან.

ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არ უნდა არავითარ შემთხვევაში გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში ! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს. სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი