რეჟიმი გადავიდა თვისობრივად სხვა ეტაპზე და მსგავს რაღაცებს უნდა ველოდოთ რეგულარულად და ამის მზაობა უნდა გვქონდეს ყველას - აცხადებს "კოალიცია ცვილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქვეყანაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჯაფარიძემ დღეს თვითგამოცხადებული ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისტული საშუალებების ქმედებებსა და საინფორმაციო კამპანიაზეც ისაუბრა. გარდა ამისა, თქვა, რომ გასულ ღამეს "ქორთიარდ მერიოტთან" მობილიზებული "ტიტუშკები" პოლიციის თანამშრომლები არიან:
"ვიცით, რომ არის 300-ზე მეტი დაკავებული, უმრავლესობას აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები და დაზიანებები მიღებული აქვთ არა უშუალოდ დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგ ამ ადამიანებს პრაქტიკულად გავლილ აქვთ წამების პროცესი
გუშინ რეჟიმი გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე. მოხდა შეჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისებში, პრაქტიკულად დარბევა ოფისების. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არც ერთი ამ ნივთებიდან არ არის კანონსაწინააღმდეგო. ერთ ერთი ოფისში, შსს ავრცელებს, რომ თითქოს ამოღებულია მოლოტოვის კოქტეილები, თუმცა კადრები რაც გაავრცელეს კარგად ჩანს, რომ ეს იყო დადგმული სცენა. ბოთლები, რომლებიც ჩვრებია ჩატენილი, მოლოტოვის კოქტეილი ეგრე არ მზადდება... სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ და აჩვენონ რომ თითქოს მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ სადღაც ოფისებში." თქვა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, გუშინ, "ქორთიარდ მერიოტთან" ოცნებამ პროვოკაცია მოაწყო და ტიტუშკების როლში ამჯერად პოლიციის თანამშრომლები გამოიყვანა:.
"სახელები და გვარებიც ვიცით ორი მათგანის - გიორგი პირველაშვილი ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომელი და მირიან ქავთარაძე- გლდანი -ნაძალადევს პოლიციის უფროსი." აღნიშნა ჯაფარიძემ.