რომ დააკავონ ყველა ის ადამიანი, ვინც თავს პოლიტიკოსად თვლის, პროტესტი არ შეჩერდება | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერების დაკავების მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მათ შორის ინციდენტი ქორთიარდ მარიოტთან, სადაც ოპოზიცია შეხვედრას მართავდა და პროვოკაციის მოსაწყობად ნიღბიანები მიუვარდნენ.

მელიას თქმით, როგორც განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, არალეგიტიმური ხელისუფლება ე.წ ტიტუშკებად იყენებს პოლიციის მაღალჩინოსნებს, როგორც ეს გუშინდელ შემთხვევაში მოხდა.

"ეს პროცესი არ არის პარტიული პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს არ სჭირდებათ უკვე არანაირი ოფისი. ეს პროცესი არის სახელმწიფოებრივი, ეს თავისუფლებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაა და ყველა ამ ბრძოლაში ვართ საკუთარი სინდისის კარნახით. რომ დააკავონ ყველა  ის ადამიანი, ვინც თავს პოლიტიკოსად თვლის, ეს პროცესი არ შეჩერდება.

ივანიშვილი არ იჯერებს რომ ამ პროტესტში ხალხი ჩართულია თავისით და თავისით წერს გამარჯვების ისტორიულ ფურცელს. ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე გამარჯვებამდე, თანამებრძოლების გათავისუფლებამდე. სიჯიუტე და სიმყარე გამოაცლის ამ რეჟიმს ძალას.ეს ბრძოლა იქნება არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. მისასალმებელია, რომ რეჟიმის ფარგლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ომონის დავალებების შესრულებაზე. რუსული ინტერესების გატარებაზე. გვჯერა რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გაემიჯნება ივანიშვილის რეჟიმს." - განაცხადა ნიკა მელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი