უკრაინამ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის 18 თანამოაზრეს სანქციები დააკისრა. აღსანიშნავია, რომ სანქციები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების გარდა, სასამართლო კლანის წევრებსაც დაუწესდათ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, კახა კალაძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, მამუკა მდინარაძეს, ვახტანგ გომელაურს, ოთარ ფარცხალაძეს, ირაკლი რუხაძეს, ლევან მურუსიძეს, ვიქტორ ჯაფარიძეს, დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი (გოგა) ხაინდრავას, გიორგი კობახიძეს, ზვიად შალამბერიძეს, შალვა თადუმაძეს, თეა წულუკიანს, ირაკლი ქარსელაძეს და კახა ბექაურს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, ჩამოთვლილი პირების სანქცირება ითვალისწინებს შემდეგს:
აქტივების ბლოკირება – მათი განკარგვის უფლების დროებითი ჩამორთმევა; სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანზიტის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა); უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენცია; ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერება; ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების შეწყვეტა ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება; პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის აკრძალვა, სახელმწიფო ქონების ქირაობის უფლების აკრძალვა; საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვების აკრძალვა იურიდიული პირებისაგან; ფასიანი ქაღალდების მიმართ ოპერაციების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა, რომელთა ემიტენტები არიან პირები, რომლებზეც სანქციები იქნა გამოყენებული ამ კანონის შესაბამისად (სრული აკრძალვა); ეკონომიკური კომპანიების, საწარმოების საწესდებო კაპიტალის ზომის გაზრდის აკრძალვა; ოფიციალური ვიზიტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების გაუქმება; უცხო ქვეყნების რეზიდენტებზე ვიზების გაცემაზე და გაუქმებაზე უარის თქმა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის სხვა აკრძალვების გამოყენება; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა; მიწის ნაკვეთების შეძენის აკრძალვა 10 წლის განმავლობაში