მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ნიდერლანდები მოუწოდებს EU-ს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა | საგარეო

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მინისტრი წერს, რომ მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და პოლიტიკოსების დაკავებების გამო, ნიდერლანდები ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებისკენ მოუწოდებს: 

"საქართველოში მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე დააწესეს ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები. " წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი