"კრიზისიდან გამოსასვლელად, ივანიშვილისგან მოვითხოვთ:" | არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების განცხადება

გამოქვეყნდა:

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:
1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
2. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!
საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!" ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი