ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, - თვითგამოცხადებული პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძეს განცხადებას ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება: არ არსებობს "ლიბერალური ფაშიზმი", რომელიც "კრემლის სტილში" უნდა აღმოიფხვრას. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანი გზით — თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!" - წერს მიხაილ როთი X-ზე.