"სენატში მსჯელობენ მაგნიტსკის აქტზე - უკვე 3-ჯერ ითქვა საქართველოს "ხელისუფლების" წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ" | ფორმულას აშშ-ის კორესპონდენტი

გამოქვეყნდა:

The Hill-ის ჟურნალისტი, ლორა კელი, რომელიც საგარეო საკითხების გაშუქებაზე მუშაობს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს, რა დროსაც ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა.

"სენატორმა შაჰინმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართველ მომიტინგეებს მიმართა: "ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას, და უმოქმედოთ დარჩენას, ადამიანის უფლებების დარღვევას, რომელიც ხდება საქართველოში. იმედი მაქვს, რომ პრემიერმინისტრი და მმართველი პარტია [ქართული ოცნება] ამ გზავნილს გაიგებენ", - წერს კელი.

გარდა ამისა, ფორმულას აშშ-ის კორესპონდენტის, დემნა დევდარიანის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მაგნისტკის აქტზე მსჯელობენ, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილება. კერძოდ, დევდარიანი წერს, რომ საქართველოს საკითხი ხელისუფლების სანქცირების კონტექსტში ახსენეს.

"ამ წუთებში, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მსჯელობენ გლობალური მაგნიტსკის აქტზე. მოსმენა 5 წუთის წინ დაიწყო და უკვე 3-ჯერ ითქვა საქართველოს "ხელისუფლების" წევრების წინააღმდეგ, სანქციების გაფართოების შესახებ. მოსმენას წინ უძღოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ზარი სენატორებთან", - წერს დევდარიანი Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი