"მთავარი არხის" ინფორმაციით, შიდა დაპირისპირების გამო, გდდ 50-მდე თანამშრომელმა დატოვა

გამოქვეყნდა:

შიდა დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ბზარი სისტემის უმთავრეს საყრდენ სტრუქტურაში. ხალხის მარბიელი სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნების შემდეგ ძალოვან უწყებაში გარჩევები და ხმაურიანი დაპირისპირებები დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი 50-მდე თანამშრომელმა დატოვა. მათ შორის პირველი იყო ოპერატიული სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი.

სიის გამოქვეყნების და საზოგადოების მკაცრი რეაქციის შემდეგ სპეცრაზმელები ფეისბუქ ანგარიშებს აუქმებენ და ოჯახების წევრებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკრძალავენ. ყველა შემთხვევაში მოძალადე პოლიციელების ახლობლები გაურკვეველ მივლინებებზე საუბრობენ და ცდილობენ აარიდონ პასუხისმგებლობა. სისტემის შიგნით კი უკმაყოფილება იზრდება და წყაროები, რომლებიც მთავარ არხს ინფორმაციას აწვდიან ადასტურებენ, რომ სამინისტროდან წასვლის მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი