"აშშ იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას "ოცნების" გადაწყვეტილების გამო" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას "ოცნების" გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალის საბჭოზე განაცხადა


"აშშ იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 
 
[...]

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას - მათ წინააღმდეგ, ვინც მოუწოდებენ თავიანთ ქვეყანას დარჩეს ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების გზაზე - განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებისა და დაკავებების შესახებ ცნობებს. ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში, პრესის თავისუფლების გაძლიერებაში, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გაძლიერებაში", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი