"მიუღებელია, რასაც ხელისუფლება უკეთებს საკუთარ ხალხს. ეს არის მაგალითი, სადაც მაგნიტსკის სანქციები სასარგებლო იქნება" | კარდინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ამბობს, რომ "მაგნიტსკის სანქციები" საქართველოს შემთხვევაში სასარგებლო იქნება. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც "ქართული ოცნებისთვის" მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ.

"იმედი გვაქვს, რომ მაგნიტსკის სანქციები იქნება სასარგებლო, რომ საქართველო სწორ გზაზე იყოს. ვინაიდან მიუღებელია, ახლა, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება უკეთებს საკუთარ ხალხს. ჩემი აზრით, ეს არის მაგალითი, სადაც მაგნიტსკის სანქციები სასარგებლო იქნება", - თქვა კარდინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი