ოლიგარქის საგარეოს განცხადება არალეგიტიმური მინისტრის ვიზიტზე | რა უთხრა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოჭორიშვილს და რა გაავრცელა საგარეომ?

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თვითგამოცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 5 დეკემბერს მალტაში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ავსტრიელმა დიპლომატმა X-ზე დაწერა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის აუცილებლობას

"უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ხაზგასმით აღვნიშნე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობა... ნათქვამია მინისტრის პოსტში.

საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრმა კი ოფიციალურ ინფორმაციაში არ ახსენა, რომ ავსტრიელმა დიპლომატმა ბოჭორიშვილს აღნიშნული პოზიცია დაუფიქსირა. საგარეომ დაწერა: 

"2024 წლის 5 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს,ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მიზანს მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ავსტრია გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გვერდში დგომას. მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი