
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი მარგველაშვილი თავს იკავებს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან და აცხადებს, რომ ის ძალადობას ორივე მხრიდან გმობს. ამის შესახებ მან პროტესტის მონაწილე მსახიობებთან შეხვედრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ის პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რომელიც უკვე გამოტანილია.
"რაც შეეხება ინსტიტუციის სახელით განცხადების გაკეთებას, განცხადება უნდა გაკეთდეს მხოლოდ ინსტიტუციასთან შეთანხმებით. რაც შეეხება ჩემს პირადს, მე მთელი ეს დღეები ველოდი კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მასზე მაღალი ინსტანცია ამ ქვეყანაში არ არსებობს. იმიტომ რომ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, დამოკიდებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოზე. შესაბამისად შედეგიდან გამომდინარე გადაწყვეტილება როგორიცაა ვიცით. კითხვას ვსვამ თუ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური მისი დანიშნული არჩევნები რატომ იქნება კონსტიტუციური." - განაცხადა გოგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის მხრიდან კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებას დარბაზში მყოფი ხელოვანების მხრიდან ხმაური მოჰყვა.