
მსახიობები მოზარდ მაყურებელთა თეატრში არიან შეკრებილები. თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობას აპროტესტებენ და ვიდრე მასთან ერთად ოლიგარქის რეჟიმის სხვა პატიმრებიც არ გათავისუფლდებიან, ყველა თეატრის დახურვას ითხოვენ.
მსახიობებს სურთ, რომ თეატრებმა ღიად და საჯაროდ გამოხატონ პოზიცია და დაგმონ ძალადობა, რომელსაც "ოცნება" პროტესტის მონაწილეების, მათ შორის მსახიობების წინააღმდეგ იყენებს.
მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან მსახიობები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.