ივანიშვილის რეჟიმმა საფრთხე ქართულ უმაღლეს განათლებასაც შეუქმნა | პროტესტი განათლების უწყებასთან

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქართული უმაღლესი განათლებისთვის შექმნილ საფრთხეს აპროტესტებენ განათლების სფეროს წარმომადგენლები. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა. ამით პრობლემა ექმნება, როგორც ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარებას, ასევე ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოდინებასაც.

განათლების სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან წავიდნენ.

 

როგორც განათლების სამინისტროსთან შეკრებილებმა აღნიშნეს ქართული ოცნება ქართველ ახალგაზრდებს უკლავს მომავლის იმედს და რწმენას. მათი თქმით, განათლების სფეროს წარმომადგენლები ჩუმად ვერ იქნებიან ამ ყოვლისმომცველი ძალადობის პირობებში და საყოველთაო პროტესტს უერთდებიან.

იხილეთ ასევე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი