ნიკა გვარამიას ახალი პოლიტიკური პატიმრობა | "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო კლანმა ისევ ციხეში გაუშვა

გამოქვეყნდა:

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რეჟიმის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო  და ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა. შუამდგომლობა, რომლითაც  დაცვის მხარე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის დაკავების სრული მასალის დართვას ითხოვდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე  გამოიკვლიეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიტანილი ის კადრები, რომელიც სრულ მომხდარის სრულ სურათს არ ასახავს.

ნიკა გვარამიამ პროცესზე დეტალურად მოყვა რა ხდებოდა 4 დეკემბერს "დროას" ოფისთან და რა უკანონობას ჩადიოდნენ იქ მყოფი ნიღბიანი პირები, რომლებიც მის უფლებას არღვევდნენ და ჩუმად შეურაცხყოფას აყენებდნენ.  "მთავარი არხის" მიერ გადაღებულ უწყვეტ მასალაში ისმის, როგორც მოუწოდებს პოლიტიკოსი ზრდილობისკენ,  მათგან კი დაკავების მუქარა ისმის.  ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და შემდეგ ნიკა გვარამიას ცემა და ძალადობრივი მეთოდით დაკავება. ამ სრული მასალის განხილვას ითხოვდა დაცვის მხარე პროცესზე , თუმცა მიკერძოებული სასამართლოს პირობებში ეს არ მოხდა.  ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ , შემდეგ კი სასამართლომ რუსული რეჟიმის დავალება პირნათლად შეასრულა და ოლიგარქის ოპონენტი, გისოსებს მიღმა გამოკეტვით,  დროებით გაანეიტრალა.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ისიც კი არ მიიღო მხედველობაში , რომ გვარამია 4 დეკემბერს დააპატიმრეს, დაკავების ოქმი კი დღეს დილით შეადგინეს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი სასამართლოდან ისევ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი