"ვიღებდი და ნუ გვიღებო, სპეცრაზმმა ხელი მკრა და დამიმტვრია ტელეფონი" | "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი აქციაზე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტს ტელეფონი დაუმტვრია.

ჟურნალისტი აქციას ლაივში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი მასთან მივიდა და ტელეფონი გადაუგდო.

"ხელი მკრა და გადამიგდო ტელეფონი, დამიმტვრია. ვიღებდი და ნუ გვიღებო, ლაივი მქონდა ჩართული, პრესქარდიც მიკეთია. განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი", - ამბობს ჟურნალისტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი