კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარ ორმაგი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება არასათანადოდ მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, გურჯაანის პოლიციის თანამშრომლები სავარაუდო მკვლელს ვერ აკავებენ, ხოლო ადამიანებს ვინც მას იცნობს განყოფილებაში იბარებენ და სასტიკად უსწორდებიან. სავარაუდოდ, 10-ზე მეტი ადამიანია ნაცემი.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი მოკლეს, დაშავდა ერთი. მიზეზად შურისძიება სახელდება.