
ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, აშშ-მა სასწრაფოდ დაასანქციროს ოლიგარქი ივანიშვილი, მისი გარემოცვა და ქვეყნიდან გააძევონ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნის შვილები.
ამერიკაში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები, მოუწოდებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ აღიარონ 26 ოქტომბრის არჩევნები. ემიგრანტებმა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებს სოლიდარობაც გამოუცხადეს.