ექიმების ერთობა ძალადობის წინააღმდეგ | სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ძალადობის წინააღმდეგ, ადამიანთა სიცოცხლის უფლების დასაცავად და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად აქციას მართავენ. აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან იმართება.

ადგილზე შეკრებილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, მათ შეშფოთებას იწვევს როგორც აქციების დროს ძალადობა, ასევე აქციების დასაშლელად ტოქსიკური ნივთიერებების სისტემატური გამოყენება, მათ შორის წყლის ჭავლთან ერთად.

აქციაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ექიმები, ასევე სამედიცინო პერსონალი და სტუდენტები. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ, რომ ექიმებს მიეცეთ საპროტესტო აქციებზე თავისუფალი და უსაფრთხო  მუშაობის, ასევე დაკავებული და სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეების მონახულების საშუალება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი