"ევროპარლამენტმა არა ერთხელ თქვა, რომ დაუწესებს სანქციებს ოცნებას, ივანიშვილსაც - იმედია ეს ძალიან მალე მოხდება" | ლექსმანი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტი, მირიამ ლექსმანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალადობა, რომელიც ქუჩებში ხდება სრულიად მიუღებელია.

ის "ქართული ოცნების" მაღალჩინსნების მისამართით სანქციების დაწესებაზეც საუბრობს: 

"ძალადობა საქართველოს ქუჩებში სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვხედავთ კადრებს, სადაც ადამიანებს სცემენ; ვხედავთ კადრებს, როგორ ცდილობენ სასულიერო პირები მომიტინგეების დაცვას, რომლებსაც იმედი აქვთ რომ სპეცრაზმელები არ ჩათვლიან მათ „ბოროტ დასავლეთად“, არამედ ღმერთის წარმომადგენლებად, როგორებიც ისინი არიან სინამდვილეში. როცა ვნახე შოკისმომგვრელი კადრები, თუ როგორ აკავებდნენ ნიკა გვარამიას - ეს აბსოლუტურად მიუღებელია, არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ევროპარლამენტმა არა ერთხელ თქვა, რომ დაუწესებს სანქციებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება, როგორც კი კაია კალასი, უმაღლესი წარმომადგენელი ოფისში დაბრუნდება", -  განაცხადა ლექსმანმა ვიდეო მიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი