ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას, ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა | გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა, ეს იყო შემთხვევა როდესაც ამის ფორმალური მიზეზიც კი არ ჰქონდა"  - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ქაოსის ზღვარზე ვდგავართ. უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და უკანონო დავალებებით მან ფაქტობრივად მძევლად აიყვანა ის 500-მდე ახალგაზრდა რომელიც დღეს არის დაპატიმრებული. ჩვენ ძალიან სახიფათო საზღვართან მივედი და თითოეული საქართველოს მოქალაქის მოვალეობაა მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ.  დღეს ბევრად უფრო მეტი უნდა ვიყოთ, ვიდრე გუშინ და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა დიდ ქალაქში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ მოუწოდა სამართალდამცავებს რომ შეასრულონ სამართალდამცავების მოვალეობა და არა ერთი ადამიანის ახირება. ასევე მან მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და განაცხადა, რომ განცხადებებიდან ქმედებებზე გადასვლის დროა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი