ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ეპიცენტრია ბათუმიც. ადგილობრივები მეათე დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ და არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ და ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ და ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ქართული ოცნების პოლიციური რეჟიმისა წინააღმდეგ და ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ.
"ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მთავარი რაც გვჭირდება არის თავისუფლება, რომელსაც მოპოვება სჭირდება. ქართული ოცნება ცდილობს საქართველოს მოქალაქეები დააშინოს, მაგრამ ამას ვერ ეღირსება," - აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციის ერთ-ერთი ეტლით მოსარგებლე მონაწილე შშმ თემის საკითხსაც შეეხო და არალეგიტიმური ხელისუფლების ბრალდებას, რომ შშმ თემის გამოყენება მათ წინააღმდეგ სპეციალურად ხდება.
"ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური, ის ჩვენ არ აგვირჩევია. ქართული ოცნება მესიჯბოქსშია, რომ თითქოს შშმ თემს ვინმე გვიყენებს. აქედან მივმართავ მათ, შშმ თემი არ გეგონოთ ის მოწყვლადი თემი, რომელსაც გამოიყენებს ვინმე და ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ვერ გააშავებს," - აცხადებს აქციის მონაწილე.
ავტორი: თეა ვაშალომიძე