თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია. ცოტა ხნის წინ ოლიგარქის სასამართლომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა დაკავებულები პატიმრობაში დატოვა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

"იმავე ლოგიკით, რის გამოც ანდრო არის იქ, სადაც არის, მეც უნდა ვიყო და ის 200 000 ადამიანი, ვინც ყოველდღე დგას აქციაზე. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ბოროტებასთან და ეს ძალადობრივი სისტემა პირდაპირ სახლებში გვივარდება, იმაზე აღარ მაქვს საუბარი, ქუჩაში როგორ უსწორდებიან ადამიანს", - ამბობს "მთავარ არხთან" მსახიობი, გივიკო ბარათაშვილი.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი