მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ აქციაზე მყოფებს სახლებში აკითხავენ და "გამოკითხვაზე" მიჰყავთ.
სახლში მიაკითხეს ნიკოლოზ რატიანს, ირაკლი ქორიძესა და გუბაზ მიქაძეს.
ახლობლების ცნობით, პირებს, რომლებიც სახლში მივიდნენ, პოლიციის ნიშანი არ ჰქონდათ.
"მთავარი არხი" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.