"პატრულს ვუთხარით და არ გაინძრა" | ტიტუშკებმა რუსთაველის მიმდებარედ აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს სცემეს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ტიტუშკებმა აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს სცემეს.

თვითმხილველის ცნობით, ნაცემია 2 ადამიანი. ის "მთავარ არხთან" ყვება, რომ პოლიციას შეატყობინეს, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.

"იდენტიფიცირება არ შემიძლია, იმიტომ, რომ იყვნენ ნიღბებით, შავებში ჩაცმულები, იმალებიან ეკლესიის ეზოში. მოვდიოდით, მოვარდნენ და ერთი ბიჭი სასიკვდილოდ სცემეს, სისხლიანი ეგდო ძირს და ისინი გაიქცნენ. ამოვედით, პატრულს ვუთხარით, რომ ასეთი რაღაც მოხდა და არ გაინძრა.

თავდასხმა 2-ზე მოხდა, ერთი სასწრაფოს მანქანაშია, მეორე მგონი გაიყვანეს კლინიკაში. გავიგეთ, რომ სხვა ჩიხებშიც დგანან და ხალხს ურტყამენ, სასიკვდილოდ სცემენ", - ყვება თვითმხილველი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი