"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე "TV პირველის" გადამღებულ ჯგუფზე თავვდასხმას "გაუთვალისწინებელ ინციდენტს" უწოდებს.
ის "იმედზე" ამტკიცებს, რომ "99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".
"ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე", - თქვა მდინარაძემ.
"TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.