სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "TV პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - ნათქვამია განცხადებაში.
"TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.