"ქართული ოცნების" სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი" | პრეზიდენტი "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ "ქართული ოცნების" სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. ასე ეხმაურება ის "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე.

"ტერორი საქართველოში: "ქართული ოცნების" სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.

წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ცემა და ძალადობა, რომლებიც უბრალოდ თავიან საქმეს ასრულებენ", - წერს ზურაბიშვილი.

"TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი