ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული რეკორდული - 298 ახალი შემთხვევიდან 175 ინფიცირებული აჭარიდანაა.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალ - 298 ახალ შემთხვევასთან ერთად, გარდაიცვალა 3 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი.
ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია 298 ინფიცირებულიდან 175 - აჭარიდანაა, 38 - იმერეთიდან, 32 - თბილისიდან, 16 - გურიიდან, 14 - სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, 11 - სამცხე-ჯავახეთიდან, 7 - ქვემო ქართლიდან, 4 კი - კახეთიდან, - თქვა ენდელაძემ.
ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირებული პაციენტებიდან 22 მართვით სუნთქვაზეა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონი.