
ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცლილი 3 პაციენტიდან 2 აჭარაში მკურნალობდა, 1 - თბილისში და სამივე მათგანს მწვავე თანხმლები დაავადებები ჰქონდა.
გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 აჭარიდანაა - 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს - შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკამრისობა. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, 57 წლის ქალს, ის თბილისში მკურნალობდა და თანხმლები დაავადებების გამო განუვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, - თქვა ენდელაძემ.
აქვე, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები რეკორდულად - 298-ით გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი, 175 ადამიანი, ისევ აჭარიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონი.