ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სკოლის 2 მოსწავლე

გამოქვეყნდა:

ბოლო ცნობებით, 6 დეკემბერს ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სკოლის 2 მოსწავლე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა - ეს ზაპოროჟიეზე რუსების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა, ბოლო თვეების განმავლობაში.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თქმით, 12 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება: 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ასევე 3 ბავშვი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. სხვადასხვა ლოკაციაზე იყო გაჩენილი ხანძარი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი