"მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს სხვებიც შეურთდნენ... სანქციებში სხვა სახელებსაც იხილავთ" | ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს სხვა ქვეყნების შეუერთდნენ.

როგორც ლანდსბერგისმა გლობალნიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, ბალტიის ქვეყნების სასანქციო სიას სხვა სახელებიც დაემატება.

"თავისუფლება სიჩუმეში კვდება. ამიტომაც მაქვს ძალიან დიდი სურვილი, ვილაპარაკო და მხარი დავუჭირო იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. თუ ჩვენ სათანადო რეაქცია არ გვექნება და არ ვახსენებთ მათ, ვინც ქუჩებში სისასტიკეს სჩადის, თავისუფლება მოკვდება. მიხარია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გაერთიანდნენ და ამ მხრივ, პირველი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ჩვენს მიერ სანქცირებულთა სიაც მალე გაიზრდება, რადგან დანაშაულებზე ახალი მტკიცებულებები გროვდება და საკუთარ შეფასებებს უკვე ვაკეთებთ. სანქციებში სხვა სახელებსაც იხილავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენზე გაცილებით დიდი რესურსის მქონე ქვეყნებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ", - ამბობს ლანდსბერგისი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი