
"სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ" - ასე პასუხობს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე TV პირველის ჟურნალისტზე და ოპერატორზე ტიტუშკების თავდასხმაზე.
"სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ ახლა. სასიკვდილოდ თუ ვინმე გაწირეს იყო საზმაუს ჟურნალისტი, რომელსაც თქვენმა თანაპარტიელმა ორკმა ესროლა სახეში დამიზნებით პიროტექნიკა. არ დაგიგმია არც ერთხელ ეს ფაქტი, სირცხვილია, რატომ იცი? იმიტომ რომ ნაცი ხარ და ნაცები ხართ თავიდან ბოლომდე თქვენი ტელევიზია," - განაცხადა არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა.
"TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ