ასადის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ჩამოვარდა | Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters-ი 2 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ჩამოვარდა. როგორც გამოცემა იტყობინება, ეს ინფორმაცია მათ სირიის არმიის ორმა მაღალჩინოსანმა მიაწოდათ. 

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო.

Flightradar-ის მონაცემებით, სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა დამასკოს აეროპორტი დაახლოებით იმ დროს დატოვა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ აჯანყებულებმა ქალაქი აიღეს.

თავდაპირველად თვითმფრინავი სირიის ერთ-ერთი რეგიონის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან გაბრუნდა. მალევე თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება ტარტუსის რაიონში დაიწყო. ის 495 მეტრის სიმაღლეზე გაუჩინარდა. მედია არ გამორიცხავს, ​​რომ ილ-76T ჩამოვარდა. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ პილოტმა სენსორები საგანგებო დაშვებამდე გამორთო. გარდა ამისა, ოფიციალურად უცნობია იმყოფებოდა თუ არა ასადი ხსენებული თვითმფრინავის ბორტზე. 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი