"მედიაზე ძალადობა ყველაზე დიდი სისუსტის გამოხატულებაა" | რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

მედიის მიმართ ოლიგარქიული რეჟიმის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო ძალადობის გასაპროტესტებლად, რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლები იკრიბებიან.

აქციას უერთდებიან ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, ფოტო რეპორტიორები, ბეჭდური და ონლაინ მედია. საპროტესტო აქციის მონაწილეები მათი კოლეგების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში არალეგიტიმური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

"მედიაზე ძალადობა ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება ყველაზე დიდი სისუსტის. ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს ძალადობა არ იყო, ეს არის მკვლელობის მცდელობა, ნამდვილად ასე დავარქმევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო ისევე როგორც გურამ როგავას შემთხვევაში, ასევე მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის შემთხვევაში ეს ამბავი დამთავრებულიყო საშინელი შედეგით...." - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.

თბილისის პარალელურად მედიის მხარდამჭერი აქციები იწყება და მიმდინარეობს სხვა ქალაქებშიც, როგორებიცაა: ქუთაისი, ბათუმი, გორი, ყვარელი და ზუგდიდი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "TV პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი