"თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ დაგმობ ამ ფაქტს, პასუხისმგებლობა გეკისრება შენ" | მამუკა ხაზარაძის ულტიმატუმი ივანიშვილს

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გუშინ თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს  ტერორისტული აქტს უწოდებს.   ოპოზიციონერი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, 24 საათის განმავლობაში გამოვიდეს და მომხდარი დაგმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.

"ბატონო ბიძინავ, საპატიო თავმჯდომარევ, გუშინ ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ, არ დაგმობ ამ ფაქტს,  იმ კრიმინალებს არ დაიჭერ, არ აჩვენებ ქვეყანას და მთელ საზოგადოებას, რომ ემიჯნები და საქართველოში არსებობს კანონი და სამართალდამცავი ორგანოები,მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება პირადად შენ, როგორც რუსს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო შეათრიოს რუსეთში," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი